logo
ENG



ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელმა, შესაძლოა, "ყველას ზომების მიღება აიძულოს"

29 ოქტ 202310:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/29/ps81tccpypggyhy.jpg
ATTA KENARE/AFP VIA GETTY IMAGES

ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ ისრაელმა "წითელი ხაზები გადაკვეთა", რამაც შესაძლოა, ყველას "ზომების მიღება აიძულოს". ამის შესახებ პოსტი მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"ვაშინგტონი გვთხოვს, რომ ჩვენ არაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ისინი ისრაელის ფართო მხარდაჭერას აგრძელებენ. აშშ-მა წინააღმდეგობის ბლოკს შეტყობინება გაუგზავნა, მაგრამ ბრძოლის ველზე მიიღო მკაფიო პასუხი", - წერს ის.

"წინააღმდეგობის ბლოკი" გულისხმობს შუა აღმოსავლეთში ირანის მიერ მხარდაჭერილი ქსელის ძალებს, რომლის ნაწილი არის ჰამასიც. აშშ-ის ხელისუფლება ტერორისტული დაჯგუფების მიერ ისრაელზე თავდასხმის დაწყების პირველივე დღიდან ირანს აფრთხილებს, რომ ომში არ ჩაერთოს და არ გამოიწვიოს უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტი.

აღსანიშნავია, რომ ლიბანში დაფუძნებულმა დაჯგუფებამ ჰეზბოლამ, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, ომის დაწყების შემდეგ ისრაელის ტერიტორიაზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელა და ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან საპასუხო ცეცხლი მიიღო.


close დახურვა